|
2025-06-13 19:18:24, 1128 ნახვა
ეკონომიკა
სალომე ზურაბიშვილი - სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს
სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „GLOBSEC 2025“-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე „საქართველოს დემოკრატიული მომავალი“ განაცხადა. „ახლა დე ფაქტო არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება გვჭირდება. ვიცით, რომ ეს დე იურე არაღიარების პოლიტიკა არ გახდება. სწორედ ამიტომ არ მომიხსენიებენ როგორც პრეზიდენტს, არამედ როგორც მე-5 პრეზიდენტს ან სხვანაირად. ეს ამ ყველაფრის იურიდიული ასპექტებში ნავიგაციის მცდელობაა. მაგრამ რაც ხდება - არაღიარება - ძალიან მნიშვნელოვანია. ინდივიდუალური ქვეყნების სანქციები ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ შემოიღო, ვინაიდან ევროკავშირს, როგორც ასეთი, კონსენსუსის არარსებობის გამო არ შეუძლია კოლექტიურ სანქციებზე შეთანხმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს. საქართველო ირანი არ არის, საქართველო რუსეთი არ არის, საქართველო ჩინეთი არ არის, ასე რომ გარე კონტაქტები სჭირდება. ბიზნესმენებს, თუნდაც მმართველ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებული, მაინც სჭირდებათ გარე კონტაქტები. ასე რომ, ეს მტკივნეულია, მტკივნეულია მათთვის და მმართველ პარტიასა და მის პირველ წრეში დაძაბულობას, სისუსტეებს ქმნის და ეს სანქციების მიზანია - არა რადიკალურად შეცვალოს პოლიტიკა, არამედ ეცადოს ბზარები გააჩინოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ჟურნალისტის კითხვას, სანქციები როდის გახდება მმართველი პარტიისთვის მტკივნეული, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „უკვე გახდა“. „უკვე მტკივნეულია მათთვის, მაგრამ არავის შეუძლია თქმა რამდენად სწრაფად და რა დონეზე მოახდენს ეს გავლენას ხელისუფლების ძალაზე, რომელიც რეპრესიებს ეფუძნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)