2025-06-07 10:13:43, 875 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - თუ არ გავალთ არჩევნებზე, ივანიშვილი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციას მიიღებს
"თუ არ გავალთ არჩევნებზე, ივანიშვილი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციას მიიღებს - აცხადებს კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ტვ პირველის ეთერში.
"თუ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიცია, ერთიანი ძალებით არ ვიბრძოლებთ და უბრძოლველად გავატანთ მოგებულ ქალაქებს, რომლებიც მოგებული გვაქვს აგერ 6 თვის წინ, ეს არის თბილისი, რუსთავი და ხუთ ქალაქში ვერ აიღო ქართულმა ოცნებამ იმდენი ხმა, რომ ის ქალაქები მოეგოთ. შესაბამისად, ჩვენ გვექნება სურათი, რომ ბიძინა ივანიშვილი მთელი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციას მიიღებს. ჩამოიყვანს დამკვირვებლებს და იტყვის: ნახეთ როგორი არჩევნები ჩავატარე? ეყოლება ოპოზიცია? რა თქმა უნდა ეყოლება. როგორც მე დღეს დამიბარა "ცრუ ოპოზიციით" შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ. თავის ამომრჩეველს და გადაუწყვეტელ ხალხს ეტყვის, რომ აგერ არის ოპოზიცია." - განაცხადა ხაზარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,