04:25 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 16:31:11, 748 ნახვა

მსოფლიო
სომეხმა მეწარმეებმა ერევანში, საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს

კონიაკის მწარმოებლებისა და ტვირთების გადამზიდავების ერთმა ჯგუფმა სომხეთში საქართველოს საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, სურდათ პასუხის მოსმენა, რატომ მოწმდებოდა საქართველოში, ტრანზიტული ქვეყნებისთვის, ძირითადად რუსეთსა ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში ექსპორტისთვის განკუთვნილი მათი ალკოჰოლური პროდუქცია - კონიაკი.

„რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ცნობით, მომიტინგეები ხაზს უსვამენ, რომ მათი სასმელი საქართველოში გასაყიდად არ არის განკუთვნილი და ვერ ხვდებიან კუთვნილი სატვირთო ავტომობილებისა და ალკოჰოლის ტესტირების ჩატარების მიზნით დღეების ან კვირების განმავლობაში შეყოვნების არსს.

“თუ ასე გაგრძელდა თანამშრომლებს ხელფასებს ვერ გადავუხდით. სატვირთო ავტომანქანების შეფერხებისას, სატრანსპორტო კომპანიებს დღეში მინიმუმ 100 დოლარს ვუხდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით გადავუხადოთ ჯარიმა საქონლის ღირებულების 100%-ის ოდენობით იმ კომპანიებს, რომლებთანაც ჩვენი პროდუქციის საცალო ობიექტებისთვის მიწოდებაზე ხელშეკრულებები გვაქვს. პროდუქციის უკან დაბრუნებას აზრი არ აქვს - სად წავიღებთ, სად გავყიდით? მოგვიწევს დაკეტვა. გავკოტრდებით“, - თქვა ჰაიკ შაჰნაზარიანმა, „შაჰნაზარიანის ღვინისა და კონიაკის სახლის“ დირექტორმა.

მისი სიტყვებით, ორი კვირის წინ კომპანია სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ალკოჰოლური სასმელებით დატვირთული ავტომობილები ჯერ ისევ საქართველოში დგას - ზოგი რამდენიმე კვირაა, ზოგი კი თვეზე მეტია.

აქციის მონაწილეების თქმით, კონიაკის სომეხ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს საქართველოს საელჩო დაჰპირდა უახლოეს მომავალში თბილისის ოფიციალურ პოზიციის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება, მეწარმეები საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics