21:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 17:08:57, 1194 ნახვა

საზოგადოება
აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გამართეს

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირი ეთერი დაუთმონ, მათ შორის დაკავებულების სასამართლო პროცესებიც პირდაპირ ეთერში გადასცეს.

„პატიმრების ოჯახის წევრები უკვე არაერთი თვეა ვითხოვთ პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს არის ჩვენი ლეგიტიმური უფლება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჩვენი ე.წ. ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერი არის გამჭვირვალე ამ ქვეყანაში. თუ არის გამჭვირვალე, ჩვენც გვინდა, რომ ჩვენი სიმართლე საზოგადოებამდე მივიტანოთ. ვითხოვთ პირდაპირ ეთერს. ასევე, სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ძალიან კომიკურ და დადგმული სპექტაკლების ვითარებაში. შესაბამისად, ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც აქვს იმის უფლება, რომ პირდაპირი ეთერი გააშუქოს, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics