11:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 10:06:20, 800 ნახვა

მსოფლიო
უილსონი - ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ძირს უთხრის

ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ძირს უთხრის, - ამის შესახებ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უილსონის თქმით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ "კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა" მათი ქვეყანა დაანგრიოს.

„500 დღის განმავლობაში თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის საქართველოს ქუჩებში თავისი მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. მათი სურვილი ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს. საქართველო ყოველთვის დიდად აფასებდა თავისი მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას და სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი და ამერიკის მოძულე მაფიოზების ჯგუფი ძირს უთხრის, რომელიც ცდილობს ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდოს, კერძოდ გადასცეს პორტი, რომელიც ქართველი ხალხის უნდა იყოს“, - განაცხადა ჯო უილსონმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პრო-ამერიკელი ხალხია.

„მქონდა პატივი, რომ ჩემს შვილებს ავღანეთსა და ერაყში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ემსახურათ და ენახათ, თუ როგორი მამაცები არიან ისინი. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკასთან კავშირის კრიმინალიზაცია დაიწყო და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ამერიკული კომპანიების შეთავაზებები უარყო და 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ან მასთან აფილირებულ კომპანიებს გადასცა. ეს კი ამერიკის შუა დერეფანთან და ცენტრალურ აზიაში კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომას ბლოკავს. რეჟიმი პროპაგანდას ყოველდღიუარად იყენებს და ამერიკელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმს „დიფ სთეითის“ მარიონეტებად აცხადებს. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ბანდიტების წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის და ასევე, უზრუნველყოფს ორმხრივი კავშირების გამყარებას საქართველოს მის კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემდეგ. მოგიწოდებთ, ამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროთ“, - აღნიშნა კონგრესმენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics