15:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 13:18:15, 689 ნახვა

მსოფლიო
ჯორჯია მელონი - პუტინის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ზავი არასაკმარისია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამოცხადებული სამდღიანი ზავი საკმარისი არ არის, უკრაინას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა სჭირდება, - ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, იტალია მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას და მოხარულია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა მზადყოფნა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, რითაც აჩვენებს, რომ უკრაინაც მშვიდობისკენ ისწრაფვის.

„ახლა რუსეთმაც იგივე უნდა აჩვენოს. პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავისთვის გამოცხადებული სამდღიანი ზავი ხომ სულ სხვა რამ არის და აშკარად არასაკმარისია. მშვიდობა კი სამართლიანი და ხანგრძლივი უნდა იყოს“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics