15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 11:40:57, 646 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეა ადასტურებს, რომ კურსკში რუსეთის დასახმარებლად სამხედროები გაგზავნეს

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები იბრძოდნენ. 

მედიის მიხედვით, სამხედროები ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთთან დადებული ორმხრივი თავდაცვის შეთანხმების ფარგლებში გაგზავნა. 

"კურსკის გათავისუფლების ოპერაცია, უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციაში შეჭრის მოსაგერიებლად გამარჯვებით დასრულდა" – ამბობს კიმ ჩენ ინი. 

გუშინ მსგავსი აღიარება გააკეთა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა.

ამის შესახებ გერასიმოვმა რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებების შესახებ ანგარიშის ჩაბარების დროს ელაპარაკა, რომელშიც ის ირწმუნებოდა, რომ რუსეთმა "კურსკის ოლქის ტერიტორია სრულად გაათავისუფლა". 

"მსურს,  ხაზი გავუსვა კურსკის რეგიონის მოსაზღვრე ტერიტორიების გათავისუფლებაში კონკრეტულად კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის ჯარისკაცების შეტანილ წვლილს, რომელმაც ჩვენს ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესაბამისად საკმაოდ დაგვეხმარა უკრაინული არმიის საბრძოლო ჯგუფის განადგურებაში, რომელმაც შეჭრა დაიწყო". - თქვა გერასიმოვმა. 

გერასიმოვმა დაამატა, რომ "კორეის სახალხო არმიის ჯარისკაცები და ოფიცრები რუს ჯარისკაცებთან ერთად საბრძოლო მიზნებს მხარდამხარ ასრულებდნენ და უკრაინული შეჭრის უკუგდების დროს მაღალი დონის პროფესიონალიზმი და ბრძოლაში გამძლეობა, სიმამაცე და გმირობა გამოავლინეს". 

მანამდე, უკრაინის გენშტაბმა უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებები დასრულებულია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics