01:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 12:02:12, 1113 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის ენერგოუსაფრთხოების პროექტი შეაჩერა - NBC News

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინიციატივა - უკრაინის ენერგოუსაფრთხოების პროექტი, რომლითაც აშშ-მ რუსეთის თავდასხმებით დაზიანებული უკრაინული ენერგეტიკული ქსელის აღდგენაში მილიონობით დოლარის ინვესტიცია ჩადო. 

ინფორმაციას ამერიკული ტელევიზია NBC News USAID-ის 2 მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს

"ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ამ ადმინისტრაციის შესაძლებლობებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში და ეს სიგნალს გაუგზავნიდა რუსეთს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს უკრაინა ან ჩვენი წარსული ინვესტიციები. 

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ორმხრივ ომს აწარმოებს: სამხედროს და ეკონომიკურს. ისინი ცდილობენ, ჩამოშალონ ეკონომიკა, თუმცა USAID-ს ცენტრალური როლი შეუსრულებია უკრაინის დახმარებაში, დარჩენილიყო ის მტკიცე და შეენარჩუნებინა ელექტრონული ქსელი. ჩვენი უკრაინის მთავრობას დიდი რაოდენობის დახმარება გადავეცით, რათა თავიდან აგვეცილებინა მაკროეკონომიკური კრიზისი". - თქვა ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ USAID-იდან. 

წყაროებმა NBC-ს უთხრეს, რომ USAID-ის მიერ უკრაინიდან გამოსვლა ქვეყნის ენერგეტიკულ ქსელს შუა ზამთარში რუსული რაკეტების თავდასხმების წინაშე მოწყვლადს დატოვებდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს აღნიშნულზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 

რუსეთი უკრაინის ენერგო ობიექტებს ომის დაწყებიდან დღემდე ესხმის თავს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics