|
2025-02-15 19:52:47, 487 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო მინისტრი - ქართველები ევროპულ დროშას აფრიალებენ, ვინაიდან ხედავენ, რომ ევროპა თავისუფლებაა
ქართველები ევროპულ დროშას აფრიალებენ, ევროპულ ჰიმნს მღერიან, ვინაიდან ხედავენ, რომ ევროპა დემოკრატიაა, ევროპა თავისუფლებაა და ევროპა სუპერძალაა, რომელსაც შეუძლია მათი დაცვა, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა. ბაროს გარდა, დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ დევიდ ლემი (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), რადოსლავ სიკორსკი (პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) და ანალენა ბერბოკი (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი). „პირველ რიგში, საშუალება მომეცით შევეწინააღმდეგო რაიმე ფორმით „ევროპასთან ჩხუბს“ და ევრო-პესიმიზმს. ბევრი ჩვენგანი და ჩვენ აქ სცენაზე ამაყი ვართ ვთქვათ, რომ გვჯერა - ევროპა სუპერძალაა. ევროპა ადგილია, სადაც COVID-19-ს ყველაზე ეფექტიანად ებრძოლეს. ევროპა კონტინენტია, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას, რომელიც თითქმის “მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო ძალა” უნდა ყოფილიყო, მაგრამ რომელმაც თავის მიზნებს ვერ მიაღწია. როდესაც საქმე ტექნოლოგიებს ეხება, რა მხრივაც მიიჩნევა, თითქოს ევროპა ჩამორჩება, მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე კვირას, ორშაბათს, პარიზში 300 მილიარდი დოლარი, მსოფლიოს მასშტაბით, ინვესტორების მიერ ჩაიდო ევროპაში მასიური კომპიუტერული შესაძლებლობების გასავითარებლად. ასე რომ, ზოგიერთი ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი არ წაგვიგია, ტექნოლოგიური ომიც კი. და თუ ჯერ კიდევ დარწმუნებულები არ ხართ ამ არგუმენტებით, შეხედეთ ხალხს ევროპის მიღმა და რამდენად ძლიერია მათი ევროპის სურვილი. უკრაინელები ჯერ კიდევ გმირულად რომ ეწინააღმდეგებიან რუსეთს, ეს ყველაფერი მაიდანზე დაიწყო ევროპული დროშებით. და ვინ დაიკავა მათი ადგილი დღეს? - ქართველმა ხალხმა, რომლებიც ყოველღამე წინააღმდეგობას უწევენ მთავრობას, რომელიც ევროპული გზიდან მათ ჩამოშორებას ცდილობს. ისინი ევროპულ დროშას აფრიალებენ, ევროპულ ჰიმნს მღერიან, ვინაიდან ხედავენ, რომ ევროპა დემოკრატიაა, ევროპა თავისუფლებაა და ევროპა სუპერძალაა, რომელსაც შეუძლია მათი დაცვა, როდესაც ისინი წინ წაიწევენ ევროკავშირისკენ გზაზე”, - განაცხადა ბარომ.
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)