09:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 15:54:13, 577 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეები სარაჯიშვილის მეტროდან აქცია-მსვლელობას მართავენ

„ძირს პოლიციური რეჟიმი“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ შეძახილებით მოქალაქეები სარაჯიშვილის მეტროდან აქცია-მსვლელობას მართავენ.

მათი განცხადებით, სარაჯიშვილის მეტროდან მსვლელობით თემქაზე, პოლიციის ერთ-ერთ შენობასთან მივლენ, რითაც ქვეყანაში არსებულ „საპოლიციო რეჟიმს გააპროტესტებენ“.

აქციის მონაწილეების განმარტებით, გარეუბანში აქციის გამართვა შეგნებულად შეარჩიეს იმიტომ, რომ „უთანასწორო გარემო ცენტრსა და პერიფერიებს შორის იგრძნობა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროტესტი მოედოს თბილისის ყველა უბანსა და საქართველოს ყველა ქალაქს“.

„ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ, იმ სოციალური ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც აძლიერებს ამ პოლიციურ რეჟიმს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, ქვეყანაში პროტესტი არ შეწყდება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები: გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics