14:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 10:37:59, 461 ნახვა

საზოგადოება
საბერიოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულ 5 ბავშვს დღეს დაკრძალავენ

სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ ხუთ ბავშვს დღეს დაკრძალავენ

 

 

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში 5 იანვარს, დილით მომხდარი ტრაგედიის დროს სახლში იმყოფებოდნენ ბებია და მასთან ზუგდიდიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი.

ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. ადგილობრივ მცხოვრებთა თანახმად, ბებიას, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა. ხის პატარა სახლს ცეცხლი სწრაფად მოედო. ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის.

ბავშვების ბებია დამწვრობით თავდაპირველად რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი - ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics