01:42 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-15 15:41:32, 338 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ლაბორატორიაში დიაგნოსტიკა საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს

ქუთაისის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა, ლაბორატორიაში არსებული დიაგნოსტიკის მეთოდებთან და სიახლეებთან ერთად, აკვაკულტურის მიმართულებით ქუთაისის ლაბორატორიის შესაძლებლობებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„ქუთაისის ლაბორატორია წარმოადგეს დასავლეთ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ლაბორატორიას, ვინაიდან დიაგნოსტიკა უახლესი კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დანერგა მეთევზე ფერმერებისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიული კვლევა. დღეისათვის დღის წესრიგში დადგა თევზის დაავადებების მიმართულებით კვლევების რეგიონულ დონეზე დანერგვა, რათა ხელი შეეწყოს დროულ და ხარისხიან დიაგნოსტიკას”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. 

ქუთაისის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მუხრან შამათავა და ქუთაისის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics