|
2024-11-20 16:26:50, 716 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი „შუა დერეფნის“ მდგრადობისა და გამძლეობის გაზრდაა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ბაქოში მიმდინარე მინისტერიალში იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა “შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობისა და საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის მთავარი მაკავშირებლის როლის შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი “შუა დერეფნის“ მდგრადობისა და გამძლეობის გაზრდაა. “მინისტერიალი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება, მისი ორგანიზატორები არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო, გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისია აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის (ESCAP) და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (ECE). ღონისძიებაში “შუა დერეფნის“ მარშრუტის მონაწილე და ევროკავშირის ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ და მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილავენ არსებულ პროგრესს, შემდგომი განვითარების პერსპექტივებს და მომავალ ინიციატივებს - როგორც “შუა დერეფანში“, ისე მის ფარგლებს გარეთ, მდგრადობისა და დიგიტალიზაციის მიმართულებით. კერძოდ, მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიისას რეგიონის ქვეყნების წარმომადგნელები “შუა დერეფნის“ განვითარების პროცესისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხზე მსჯელობენ: მწვანე და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, სატვირთო ტრანსპორტის ემისიების შემცირება, სატრანსპორტო ინოვაციები და დიგიტალიზაცია - მათ შორის ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების, ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის პოტენციური როლი მწვანე და მოქნილი სატრანსპორტო კავშირის უზრუნველსაყოფად და ა.შ.“,- ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა კოლეგებს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში არსებული მდგომარეობა, ზრდის დინამიკა და “შუა დერეფნის“ ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი, კონკრეტული პროექტების მიმდინარეობაც გააცნო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ სარკინიგზო მიმოსვლის მეტად განვითარებას და “შუა დერეფნის" პოტენციალის გაზრდას. მინისტრმა აქცენტი ორ ძირითად სარკინიგზო პროექტზე გააკეთა - რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ორივე პროექტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ტრანსპორტის - სარკინიგზო გადაზიდვების კონკურენტუნარიანობას. ამასთან, მისი ინფორმაციით, დასასრულს უახლოვდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი და შედეგად, შემცირდება საოპერაციო დანახარჯები, ხოლო სარკინიგზო მაგისტრალის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.
ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გაეროს მრავალი შეთანხმებისა და კონვენციის ხელშემკვრელი მხარეა, რაც ადასტურებს მის მიზანს - იყოს საერთაშორისო სატრანსპორტო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რაც “შუა დერეფანს“ უფრო მდგრადს, საიმედოს და მიმზიდველს გახდის.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)