21:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 14:25:02, 396 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ ტექნოლოგიურმა გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში - AutomationSTAR 2024 მიიღო მონაწილეობა

"თიბისი" აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას.

ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 2024 დასწრების შესაძლებლობა ტესტირების ავტომატიზაციის 10 ინჟინერს მისცა.  ტექ ტალანტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო არაერთს საინტერესო სემინარში, რაც მათი ცოდნისა და გამოცდილების გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

AutomationSTAR 2024, რომელიც მრავალფეროვანი, საინტერესო თემებითა და სპიკერებით გამოირჩევა, დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიების შესწავლის, პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და ინდუსტრიის ლიდერებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.

"თიბისი" ორიენტირებულია თანამშრომლების განვითარებასა და პროფესიული ზრდის მიმართულებით ინვესტირებაზე, რათა უზრუნველყოს კომპანიის წარმატება და ინოვაციურობა. ეს აძლიერებს, როგორც ჩვენს მოტივაციას, ისე - კომპანიის კონკურენტუნარიანობას”, - აღნიშნავს "თიბისის" ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი, გიგა კობახიძე.

AutomationSTAR 2024-მა დამსწრე აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ტესტირების მომავალი ხელოვნური ინტელექტის ათვისებასა და გუნდურ მუშაობაშია. განვითარებად ტექნოლოგიურ გარემოში, წარმატება  არა მხოლოდ ახალი ინსტრუმენტებისა და ტექნიკის ათვისებას, არამედ ისეთი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელიც ხელს უწყობს განვითარებას, თანამშრომლობასა და ინოვაციურობას.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics