09:23 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-10 12:47:01, 2790 ნახვა

სპეციალური ანონსი
„ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე“ - „დაიტოვე“ დღეს საპროტესტო მსვლელობას გამართავს

დღეს, 10 ნოემბერს „ფეისბუქ-ჯგუფი“ „დაიტოვე“ საპროტესტო მსვლელობას გეგმავს.

როგორც „დაიტოვეს“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეკრება თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზეა დაგეგმილი.

„კვირას, 10 ნოემბერს, 18:00-ზე თავისუფლების მოედანზე ვიკრიბებით „დაიტოვეს“ მსვლელობისთვის!

ეს არის „დაიტოვეს“ გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისი და ამ მსვლელობით გვსურს, საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას. 

ვთვლით, რომ ამ ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია, ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს. 

ვხვდებით, რომ ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა მიზეზებით ვერ ვპოულობთ საკუთარ როლს მიმდინარე პროცესებში, ამიტომ გვინდა, რომ ყველა საერთო სახალხო პროტესტის ნაწილი გავხვდეთ. თითოეული ადამიანის ჩვენს გვერდით დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

გელოდებით ყველას კვირას! 

სანამ ერთი ადამიანი მაინც აგრძელებს ბრძოლას, ამ ბრძოლას აქვს აზრი",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics