|
2024-10-31 11:29:46, 423 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა მას შემდეგ, რაც კრისტერსონმა საქართველოს არჩევნებზე განცხადების გამო ორბანი გააკრიტიკა
უნგრეთში შვედეთის ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. სიიარტოს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებაზე, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის კრიტიკა გახდა. "ეს არის განცხადება, რომელიც მაქსიმალურად მკაცრად უნდა იქნას გასაჩივრებული და რაც შეიძლება მტკიცედ უნდა იქნას უარყოფილი. ჩვენ არ მოვითმენთ და არ მივიღებთ, ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს, წარმოვადგენთ თუ არა ჩვენს ინტერესებს, უნგრეთის ეროვნულ ინტერესს, ან უნგრეთის პოზიციას",- განაცხადა სიიარტომ. შეგახსენებთ, 28-29 ოქტომბერს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ორბანის განცხადებებს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გამოეხმაურა და თქვა, რომ უნგრეთის მთავრობის მეთაური ევროპის ქვეყნების სახელით არ ლაპარაკობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)