|
2024-10-29 19:32:41, 432 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის პრეზიდენტი - ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, ქართველი და მოლდოველი ხალხი არ მიატოვოს
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, ქართველი და მოლდოველი ხალხი არ მიატოვოს,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ნაუსედა წერს, არ უნდა დაუშვან, რომ "ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ ოცნებას დაშორდნენ". "რუსეთი ზრდის ჰიბრიდულ ოპერაციებს ევროკავშირის სამეზობლოში. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამის დასტურია. კრემლს არ სურს, რომ საქართველომ და მოლდოვამ საკუთარი მომავალი განსაზღვრონ და ყველაფერს აკეთებს, რათა ზიანი მიაყენოს დემოკრატიულ პროცესებს. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, არ მიატოვოს ქართველი და მოლდოველი ხალხი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ისინი დაშორდნენ ევროპულ ოცნებას. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას და უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტი იყოს თავიანთი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში",- წერს გიტანას ნაუსედა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)