|
2024-10-29 17:23:30, 403 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - ვითხოვთ, რომ გაიხსნას ის მონაცემთა ბაზა, რომელიც იქნა ჩატვირთული დასათვლელ აპარატებში
ჩვენ ვითხოვთ, რომ გაიხსნას ის მონაცემთა ბაზა, რომელიც იქნა ჩატვირთული დასათვლელ აპარატებში,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ხაზარაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აღნიშნულ მოთხოვნაზე უარს ამბობენ. „ჩატარდა ძალიან სერიოზული დაგეგმილი სპეცოპერაცია, სადაც ქართველ ხალხს მოპარეს არჩევანი. ჩვენ გვაქვს კონსულტაცია მუდმივი პრეზიდენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უამრავი მასალაა შეგროვებული. ჩვენ ვითხოვთ, რომ გაიხსნას ის მონაცემთა ბაზა, რომელიც იქნა ჩატვირთული დასათვლელ აპარატებში - ეს არის მნიშვნელოვანი, რაზეც ამბობენ უარს. სწორედ იქ აღმოჩნდება 1 000%-ით ადამიანების გვარ-სახელები და მონაცემები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საქართველოში და სწორედ მათ მაგივრად მისცეს ხმა ე.წ. კარუსელში მონაწილე ადამიანებმა. დიახ, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ რაც ჩაიტვირთა იქ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს უფლება, რომ ვიცოდეთ ეს ბაზები იმიტომ, რომ მოხდა გაყალბება კი არა, უბრალოდ ძალიან დიდი სპეცოპერაცია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)