|
2024-10-29 16:29:54, 404 ნახვა
პოლიტიკა
კრისტერსონი - არ შეგვიძლია, ვიმუშაოთ ხელისუფლებასთან, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ვიცავთ
ჩვენ არ შეგვიძლია, ვიმუშაოთ ხელისუფლებასთან, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცავთ,- ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა. კრისტერსონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ევროპის ქვეყნების სახელით არ ლაპარაკობს. “ის არ ლაპარაკობს ევროპის ქვეყნების სახელით; ის არ ლაპარაკობს შვედეთის სახელით; ის, შესაძლოა, ლაპარაკობს რუსეთის სახელით, მაგრამ ის არ ლაპარაკობს სხვების ნაცვლად. ჩვენ საბოლოო ანგარიშები არ მიგვიღია, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი დარღვევა იყო; რომ ეს არჩევნები სანდო არ იყო და სხვადასხვა ფორმით აშკარა დარღვევები იყო. ძალიან შემაშფოთებელია, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპასთან სერიოზული დაახლოება შეაჩეროს, რაც ხალხის ნებაა. ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიმუშაოთ ხელისუფლებებთან, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რასაც ჩვენ ვიცავთ“,- განაცხადა კრისტერსონმა. შეგახსენებთ, დღეს, 29 ოქტომბერს თბილისში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)