|
2024-10-28 20:16:55, 441 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა - ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ
ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა - ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. როგორც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ აპირებენ. „გეტყვით ჩვენი გუნდის სახელით გადაწყვეტილებების შესახებ. 1 - როგორც ჩვენ, ასევე თქვენ, ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად. 2 - არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და ყველა მანდატზე ვამბობთ უარს. 3 - ჩვენ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე. 4 - ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა - ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ. ეს არის ის მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს. ამასთან, არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას",- განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)