|
2024-10-27 19:39:40, 349 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახმეტიდან ჩამოსული ენმ-ის „ზონდერები“ ახორციელებდნენ
თქვენ გახსოვთ ყველაზე მძიმე უბანი და დაძაბულობას - რამდენჯერ იყენებენ ეუთო/ოდირის და სხვა დამკვირვებლები ამ სიტყვას, NDI, IRI და ა.შ. დაძაბულობის ყველაზე ცხელი კერა იყო ისანი, ესეც გახსოვთ და რა ხდებოდა ისანში. ჩვენ მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული „ნაცმოძრაობის“ „ზონდერები“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, აღნიშნული „ზონდერჯგუფის“ შემადგენლობაში ასევე იყო პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელიც. „ახლა გაგვცეს პასუხი ხაბეიშვილმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, გვარამიამ, იმიტომ, რომ ეს იყო მათი ერთობლივი ოპერაცია და თავის პრესკონფერენცია, რომ დადგებიან - გთხოვთ ყველას, რომ დაუსვათ შეკითხვა, რას აკეთებდნენ ახმეტის მცხოვრები „ზონდერჯგუფები“ 30-40-კაციანი შემადგენლობით ისნის საარჩევნო უბანზე. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გადაღებულ კადრებში დავაიდენტიფიცირეთ არაერთი ასეთი პირი, მათ შორის, იქ იყო, გუშინვე გავრცელდა ეს ინფორმაცია - ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელი, მათ შორის მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ბარებში მომუშავე დაცვის თანამშრომლები და ახმეტაში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ურტყამდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ უბნის მცხოვრებლებს და ამომრჩევლებს, რომელ უბანზეც ისინი ამას ახორციელებდნენ. ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამცენ პასუხი, რას აკეთებდნენ ახმეტაში მცხოვრები მოქალაქეები ისნის საარჩევნო უბანზე და იყო თუ არა ეს დადგმული პროვოკაცია იმისთვის, რომ დღეს ეუთოს წარმომადგენლებსა და სხვა დამკვირვებლებს ამ თემაზე ელაპარაკათ“,- განაცხადა მდინარაძემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)