22:48 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 13:30:32, 545 ნახვა

სამართალი
Atlantic Council-ის მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი - 6 ადამიანი შემოვარდა - მითხრეს, რომ იყვნენ ფინანსური პოლიციიდან და ჩხრეკა იწყებოდა

ფინანსურმა პოლიციამ Atlantic Council-ის მკვლევარის, ეთო ბუზიაშვილის სახლის ჩხრეკა ჩაატარა. 

როგორც ბუზიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, ის დაკითხვაზეა დაბარებული.

„დილის 8 საათი იყო, როდესაც მოტყუებით შემოვიდა ჩემს სახლში 6 ადამიანი. ისინი კარსმიღმა გამეცნენ, როგორც გაზის სამსახურის თანამშრომლები და მითხრეს, რომ სასწრაფო გაჟონვა იყო და აუცილებლად უნდა შემოსულიყვნენ. გავუღე კარი და შემოვარდა 6 ადამიანი. ჩამომართვეს ტელეფონი და მითხრეს, რომ იყვნენ ფინანსური პოლიციიდან და იწყებოდა ჩხრეკა. ცხადია, მომთხოვეს, რომ ტელეფონზე პაროლი მომეხსნა და მე არ მოვხსენი პაროლი და მითხრეს, რომ სხვანაირად ადვოკატს ვერ დავუკავშირდებოდი და ადვოკატის გარეშე ჩატარდა ჩხრეკა...

ჩხრეკდნენ მთელ სახლს დეტალურად. თქვეს, რომ აინტერესებდათ ორი სახის მასალა - დოკუმენტაცია და ტექნიკა. ყველანაირი ტექნიკა წაიღეს და გაეცნენ ჩემი სამსახურის ჩანაწერებს. არ წაუღიათ, მაგრამ წაიკითხეს... ვმუშაობ სახლიდან. ჩემი საქმიანობა უშუალოდ ეხება რუსული საინფორმაციო ოპერაციების გამოძიებას მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის, საქართველოში... მითხრეს, რომ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არის, რომელიც ეხება თაღლითობას, ფულის გათეთრებას",- აცხადებს ბუზიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 24 ოქტომბერს ჩხრეკა ასევე მიმდინარებდა Atlantic Council-ის კიდევ ერთი თანამშრომლის, მკვლევარ სოფო გელავასა და მისი ქმრის, გიორგი ნონიაშვილის სახლში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები თბილისში, „ვაკე პლაზაში“ მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-შიც შევიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics