|
2024-10-15 22:23:37, 459 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი - შიდა და გარე მტრებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველო დასაღუპად გაიმეტონ
ჩვენს გუნდს აქვს გამოცდილება, უნარი და პოლიტიკური ნება, ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უზრუნველყოს,- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ივანიშვილის თქმით, “შიდა და გარე მტრებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველო დასაღუპად გაიმეტონ”. „ჩვენს გუნდს აქვს გამოცდილება, უნარი და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უზრუნველყოს. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ მიერ დაწყებული ევროპული გზა ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურად დავასრულოთ და ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამის საპასუხოდ, გარე ძალების აგენტურას კვლავ ომი, ქაოსი და სიღარიბე სურს, რასაც გზა ქვეყნის განადგურებამდე მიჰყავს. შიდა და გარე მტრებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველო დასაღუპად გაიმეტონ. მათ დღემდე ვერ გაუგიათ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას როგორც უნდა ეცადონ, არ არსებობს ორი საქართველო! საქართველო მხოლოდ ერთია, რომლის მოსახლეობასაც მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით, საკუთარი ღირებულებების შენარჩუნებით სურს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი! სწორედ ეს მარწმუნებს, რომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გავერთიანდებით, გავიმარჯვებთ და ქვეყანას სამშვიდობოს გავიყვანთ!“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)