15:18 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-15 17:41:10, 297 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - დეკანოიძემ და უგულავამ ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს დანაშაული - წარწერა „არა ომს“ წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!

ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა, მდივანი მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დეკანოიძემ და უგულავამ დაარღვიეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი, ამავე დროს, ბანერზე წაშალეს მხოლოდ წარწერა "არა ომს", რითაც "როგორც ომის პარტიის წარმომადგენლებმა, პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს".

"ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული:

1. მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. 

2. როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა  “არა ომს” წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!

თუ ახლა გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო - კი ბატონო, უბრალოდ მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი.

ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო",- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics