|
2024-10-14 14:41:40, 343 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს დღეს საქართველოს მიმართ განსხვავებული ინტერესი აქვთ
დროებით მოვლენებზე, როგორიც არის მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია, მე განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება აუცილებლად მომავალი წლიდან,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს დღეს აქვთ განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ". „სანქციების დაწესება არ არის აქტუალური საკითხი. მე მგონია, რომ მომავალი წლიდან თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ჩვენ მივიღებთ შედეგად სრულიად სხვა მოცემულობას. დროებით მოვლენებზე, როგორიც არის მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია, მე განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება აუცილებლად მომავალი წლიდან. უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს დღეს აქვთ განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ. როგორც კი დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ და ეს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო- აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას",- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)