|
2024-10-10 16:10:10, 433 ნახვა
პოლიტიკა
შამბა - თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთი ასეთ ნაბიჯს მიესალმება
თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის რაც გააკეთა, მაშინ აფხაზეთი შერიგებისკენ გადადგმულ პირველ ასეთ ნაბიჯს მიესალმება,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა. შამბას თქმით, საქართველომ ასევე უნდა "მიატოვოს და უარი თქვას ისეთ ფორმულირებებზე, რომელიც ხელს არ უწყობს ურთიერთობების მოწესრიგებას" - კერძოდ, ფორმულირება "ოკუპირებული ტერიტორიები". ამასთან, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება" და "აფხაზური მხარისთვის ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია საომარი მოქმედებების არ განახლება და აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)