|
2024-10-10 16:01:13, 390 ნახვა
პოლიტიკა
ერმაკი კობახიძის განცხადებაზე - ქართველ ხალხს მშვენივრად ესმის სიმართლე და უკრაინელებს მხარს სწორედ ამიტომ უჭერს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უკრაინის ომის კადრების საარჩევნო ბანერებზე გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც ერმაკმა აღნიშნა, ქართველ ხალხს ესმის სიმართლე და უკრაინელებს მხარს ამის გამო უჭერს. "ვნახე ეს განცხადება. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს მშვენივრად ესმის სიმართლე და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში",- წერს ერმაკი Telegram-ზე. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა ხდება რეალურად უკრაინაში და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო "ბილბორდებმა გააშიშვლა სიმართლე".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)