|
2024-10-10 15:24:22, 404 ნახვა
პოლიტიკა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, 26 ოქტომრის არჩევნების გამო, ე.წ. საზღვარს კეტავს
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო, "რაზდახანის და პერევის საგუშაგოები" ჩაიკეტება. ამის შესახებ "გადაწყვეტილება" დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. ე.წ. პრეზიდენტის "პრესსამსახურში" განაცხადეს, რომ ე.წ. საზღვარი დაიკეტება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, "საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციის გამორიცხვის მიზნით". "დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები და საელჩოები უკვე ღიად აკეთებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში სიტუაცია კონტროლიდან გამოიყვანონ. 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ შორის ღია წყაროებიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია რთულდება",- განაცხადა გაგლოევმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)