|
2024-10-02 11:07:53, 545 ნახვა
სამართალი
შსს - პოლიციამ ღამის კლუბებში დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა - დაკავებულია 15 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითური სქემა გახსნეს, დაკავებულია 15 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 2001 წელს დაბადებული ნ.უ.; 1986 წელს დაბადებული გ.ფ.; 1988 წელს დაბადებული გ.ლ.; 1996 წელს დაბადებული ვ.გ.; 1990 წელს დაბადებული ბ.ღ.; 2002 წელს დაბადებული გ.ე.; 2001 წელს დაბადებული ე.მ.; 1978 წელს დაბადებული ა.ხ.; 2000 წელს დაბადებული ლ.კ.; 1989 წელს დაბადებული მ.მ.; 1992 წელს დაბადებული ო.ა. და წარსულში ნასამართლები პირები: 1990 წელს დაბადებული ბ.თ.; 1997 წელს დაბადებული ა.წ.; 1974 წელს დაბადებული ი.გ. და 1999 წელს დაბადებული დ.ბ. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბის მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს შემუშავებული ჰქონდათ თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხებს სძალავდნენ. იმ შემთხვევაში თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლას და მუქარას ახორციელებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ მოთხოვნილი თანხის მიღებას. ხოლო, თუ დაზარალებულები მაინც უარს აცხადებდნენ თაღლითურად დაკისრებული თანხის გადახდაზე მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონებია ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)