11:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 23:47:27, 474 ნახვა

პოლიტიკა
შაჰინი: აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ

აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ - ამის შესახებ, სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.

"მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქცია დაუწესა 4 ქართველ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დეზინფორმაციის გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე, ასევე სავიზო შეზღუდვები დაუწესა 60 ქართველს. აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ." - დაწერა შაჰინმა სოციალურ ქსელ "იქსზე"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული პირები პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics