12:36 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 19:52:57, 377 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - „ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი - სინამდვილეში კი ქვეყანა ევროკავშირში შეგვყავს

"ქართული ოცნება" გვადანაშაულებს, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ამ წუთებში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" ღონისძიება მართავს, სადაც საუბარი კვლავ შეეხო 14 მილიარდიან დახმარების საკითხს.

"ქართული ოცნება", რომელიც ყოველთვის ყველაფერში გვადანაშაულებს, ახლა გვადანაშაულებს იმაში, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში, ეს არის სიმართლე. სიმართლე ასევე არის ის, რომ ნამდვილად არსებობს 14 მილიარდიანი ფონდი და ზუსტად რომ ვთქვათ ეს არის 14 მილიარდ 162 მილიონი ევრო, ე.წ. IPA-ის ფონდი, რომელიც გათვალისწინებულია კონკრეტულად გაწევრიანების პროცესისთვის.

შესაბამისად, ეს არ არის ის თანხა, რომელიც საქართველოს ეძლევა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი ხდება, არამედ რა წამს ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ძალიან მალე, უმოკლეს დროში საქართველოს ეძლევა წვდომა ამ ე.წ.  IPA-ის ფონდზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics