06:53 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 09:35:40, 511 ნახვა

ომი უკრაინაში
შვედეთი უკრაინას 400 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას 400 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

მედიის ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ჯავშანტრანსპორტიორ PBV 302-ის შემნიღბველ მოწყობილობებს, ასევე Robot System 70-ის ტიპის გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს.

პაკეტში არის მსხვილი და მცირე კალიბრის ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ყუმბართმტყორცნები, ჩაფხუტები და ზამთრის ტანსაცმელი. გარდა ამისა, შვედეთი უკრაინას Combat Boat 90-ის მოდელის საბრძოლო კატერებს გადასცემს.

"მე-17 პაკეტით შვედეთი უკრაინის მხარდაჭერის ახალა ფაზაში შედის, უფრო დიდი აქცენტით წარმოებაზე, ვიდრე შემოწირულებაზე", - წერია შვედეთის მთავრობის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics