|
2024-06-26 17:09:04, 382 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მხოლოდ იმიტომ, რომ შენი აგენტი არ ვარ, მეგობარი ვარ და შენს დაკრულზე ყველაფერზე არ ვცეკვავ, ამისათვის ნუ დამსჯი
ქართველი ხალხი რომ უყურებს, რა სანქციებზე მელაპარაკები, ნაცების დროს ერთი კაცი არ დაგინსანქიცრებია, რომელ სანქციებზე მელაპარაკები კანონის მიღების გულისთვის, რომელიც შენს ქვეყანაშიც გაქვს - ამაზე მასანქცირებ? მეტს კი არაფერს შვრებოდნენ "ნაცები", აბრალებდნენ, დაუბრალებლად კი არ კლავდნენ, ამან ეს დააშავაო და კლავდნენ. გირგვლიანსაც დააბრალეს, რაღაცები ქნაო და მოკლეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, "მეგობარი ქვეყანა "ნაცმოძრაობის" სტილში არ უნდა იქცეოდეს. მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის ხელისუფლება, ამისთვის არ უნდა დაისაჯოს, თუმცა, როდესაც სამართლიანად მოპყრობაზეა საუბარი, ამასაც თავდასხმად აღიქვამენ". "ამან ეს დააშავაო და იჭერდნენ, ჩემზე მეტი გამოცდილება ბევრს არ აქვს ამ ქვეყანაში მაგასთან დაკავშირებით. ჯერ ბრალს უყენებდნენ, ნამდვილად ჩაწიკწიკებული, კარგი გამართული ქართულით დაწერილი ბრალები იყო ხოლმე - აბრალებდნენ და ისე იჭერდნენ, ისე კლავდნენ ციხეში, თორემ დაუბრალებლად, არაფერი დაგიშავებია, მაგრამ წამოდი ციხეშიო, არავის უთქვამს. ჩვენც დაგვაბრალეს აგერ - ჩვენნაირი კი არა, რუსულია ეგ კანონი და ახლა სანქციებს დაგიწესებო. სტილი იგივეა და ამ სტილში ნუ მომექცევი, თუ მეგობარი ხარ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენი აგენტი არ ვარ, მეგობარი ვარ და შენს დაკრულზე ყველაფერზე არ ვცეკვავ, ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის რომ ვიბრძვი, ამისათვის ნუ დამსჯი - ამას ველაპარაკები და ამასაც თავდასხმად აღიქვამენ. ახლა ნახეთ, "ნაცების" ტელევიზიებს უყურეთ, აუცილებლად იტყვიან, მამუკა მდინარაძე კვლავ თავს დაესხა დასავლეთსო - თუ ეუბნები, რომ სამართლიანად მომეპყარი, თავდასხმაა ეს. ასე იცვლება ტრენდები 21-ე საუკუნეში, რაც ცუდია, რასაც შეეწინააღმდეგება ჩვენი პატარა მაგრამ ამაყი ქვეყანა და არ დაუშვებს ამ ქვეყნის აგენტების მიერ მართვას", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)