15:33 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 11:26:07, 674 ნახვა

ეკონომიკა
ქართულ ბაზარზე სამი უმსხვილესი ირანული ავიაკომპანია შემოდის

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია, „ტავ ჯორჯია“, სამ უმსხვილეს ირანულ ავიაკომპანიასთან -„Mahan Air”, „ATA Airlines” და „Qeshm Airlines”-თან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ „ტავ ჯორჯია“-დან აცნობეს.

კოპმანიის ინფორმაციით, ავიაკომპანია  „ATA Airlines” ქართულ ავიაბაზარზე დაბრუნებას თებერვლის ბოლოდან გეგმავს, ხოლო „Mahan Air” და „Qeshm Airlines” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თეირანის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს სავარაუდოდ მარტის თვიდან შეასრულებენ. 

ცნობისთვის, “ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics