|
2024-06-14 14:25:45, 445 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე „ოცნებას“ - მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა
მედვედევი გიწონებთ საქციელს და ნეოკოლონიალიზმზე და აშშ-ზე ერთნაირად საუბრობთ, - ასე მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. მანჯგალაძე მმართველ პოლიტიკურ გუნდს "გამოფხიზლებისკენ" მოუწოდებს. "დავუშვათ, ვერ მიხვდით რუსული კანონის არსს და მნიშვნელობას ვერც პირველ მოსმენაზე, ვერც მეორეზე, ვერც მესამეზე, ვერც იმით რომ ასობითათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ნიშნის მოგებით რომ კითხულობდით, რატომ არის ეს კანონი რუსულიო, მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა, მედვედევი გიწონებთ საქციელს და ნეოკოლონიალიზმზე და აშშ-ზე ერთნაირად საუბრობთ. ახლა მაინც გამოფხიზლდით, რა ზიანი მოუტანეთ ქვეყანას და ხალხს. თქვენგან დიდი მოლოდინი არ მაქვს და ის მაინც გააკეთეთ, რომ დარჩენილ ვადაში არჩევნებამდე რამე სხვა დიდ შარს და ხიფათს არ გადაკიდოთ ეს ქვეყანა",- მიმართავს მანჯგალაძე "ქართულ ოცნებას".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)