|
2024-05-27 14:03:51, 528 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში არსებული ვითარების განხილვა დაიწყეს
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის დამტკიცებასთან დაკავშირებული ვითარება განიხილება. სხდომა უკვე დაიწყო, ცნობილია რომ არ არის მოსალოდნელი გადაწყვეტილებების მიღება. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოსეფ ბორელის განცხადებით, მინისტრები „შეაფასებენ ვითარებას საქართველოში“. „გასაგებია, რომ მთავრობა ტოვებს ევროპულ გზას და მინისტრებს უნდა გადაწყვიტონ, რა გააკეთონ. საქართველოს საკითხი არ არის დღის წესრიგის სრულფასოვანი საკითხი. ეს არის მინისტრების დონეზე ვითარების პირველი შეფასება“, - აღნიშნა მან. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა, რომ საქართველომ შესაძლოა დაკარგოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გასაწევრიანებლად. „იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ძალიან მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, რომ კანონის საბოლოო ვერსიაში მიღების შემთხვევაში, საქართველო ვეღარ გააგრძელებს გზას ევროკავშირისკენ“, – განაცხადა მან. ლანდსბერგისი ამბობს, რომ საქართველომ გარკვეული რეკომენდაციების შესრულების პირობით მიიღო სტატუსი. „თუ პირობები არ დაკმაყოფილდება, მაშინ კანდიდატის სტატუსი აღარ არსებობს“, - აღნიშნა მან. დაზუსტების კითხვაზე შეიძლება თუ არა საქართველომ დაკარგოს კანდიდატის სტატუსი, მინისტრმა უპასუხა: ”პოლიტიკურად, დიახ, იმიტომ, რომ ეს ჯერ კიდევ პოლიტიკური კონცეფციაა, არა? ასე რომ (კანდიდატის სტატუსი) შეიძლება შეჩერდეს“. „საქართველოს მთავრობა ეწინააღმდეგება საკუთარ მოსახლეობას <...> და ეწინააღმდეგება ევროპულ პერსპექტივას“, - თქვა მან და დასძინა, რომ კანონის მიღებით მხოლოდ ვლადიმერ პუტინი იქნება ბედნიერი. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბაიბა ბრაჟეს თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს და ახლა „სუვერენული ქვეყნის, საქართველოს“ პარლამენტმა და მთავრობამ უნდა გადაწყვიტონ, რა გააკეთონ შემდეგ. „მაგრამ საქართველოს პროევროპული მომავალი ახლა სერიოზული, მე არ ვიტყოდი, საფრთხის წინაშეა, მაგრამ გამოწვევაა“, - დასძინა მან. 14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ – კანონპროექტი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. 84-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა სკანდალური „ქართული ოცნების“ ინიციატივას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ათიათასობით მოქალაქის პროტესტი გამოვიდა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა გამოვიდა. წინააღმდეგი 30 ოპოზიციონერმა მისცა ხმა.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)