|
2024-05-27 13:17:39, 470 ნახვა
პოლიტიკა
შამბა - არ ვაპირებთ საქართველოსთან კონფედერაციის ან რამე სხვა სახის ურთიერთობის განხილვას
არ ვაპირებთ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან რამე სხვა სახის ურთიერთობის განხილვას, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან საუბრისას განაცხადა. შამბა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის „ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა“. „მათ 30 წელია ჩვენი დაბრუნება სურთ, კიდევ 300 წელი ენდომებათ, გასაგები ამბავია, ვის აკვირვებს ეს? მათი საგარეო-პოლიტიკური დავალება ასეთია და ეს ჩვენთვის ახალი ამბავი არაა. აფხაზეთს აქვს თავისი დავალებები, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენება, სახელმწიფოებრიობის განვითარება და გაძლიერება. აფხაზეთსა და საქართველოს შორის ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა. როცა ამის დრო მოვა, მაშინ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ასეთ მზაობას, მაგრამ არ ვაპირებთ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან რამე სხვა სახის ურთიერთობის განხილვას. ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ისინი თავისი გზით მიდიან, ჩვენ კი ჩვენი გზით“, - განაცხადა სერგეი შამბამ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის აღნიშნავს, რომ 2030 წელს ერთიან და ძლიერ საქართველოში „ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვიცხოვრებთ“ და იმავე წელს, ერთიანი და ძლიერი საქართველო, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)