|
2024-05-26 20:31:10, 448 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ქართველი ხალხი არ დათმობს ძნელად მოპოვებულ თავისუფლებას
"ქართველი ხალხი არ დათმობს ძნელად მოპოვებულ თავისუფლებას! ჩემი მოვალეობაა, ძალისხმევა არ დავიშურო ჩვენი დამოუკიდებლობისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს და დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს კიდევ ერთხელ ეხმაურება. "მისი [ქვეყნის] დამოუკიდებლობის დღეს, დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს: ქართველი ხალხი არ დაუშვებს წარსულში დაბრუნებას და არ დათმობს ძნელად მოპოვებულ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას! მიმაჩნია, რომ ჩემი მოვალეობაა, ძალისხმევა არ დავიშურო ჩვენი დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის. მე ეს პირობა მივეცი ჩემს თავს საქართველოში ჩასვლამდე და ეს არის პირობა, რომელიც მე დავდე კონსტიტუციაზე ფიცის დადებისას. ჩემი მოვალეობაა, ძალისხმევა არ დავიშურო ჩვენი დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი გათავისუფლებული მეხსიერებით, იმის უზრუნველსაყოფად, რომ საბჭოთა წარსულის ჩრდილები აღარასოდეს გადაგვეფაროს. მხოლოდ თავისუფალ საზოგადოებას და დამოუკიდებელ გონებას შეუძლია დაიცვას ჩვენი მომავალი, გაათავისუფლოს იძულებისა და შიშისგან - დამოუკიდებელი ერის დამოუკიდებელი ხალხი! ჩვენი დამოუკიდებლობისა და მშვიდობის შენარჩუნებისა და განმტკიცების ერთადერთი გზა ევროპული გზაა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს!" - წერს ზურაბიშვილი.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)