14:38 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 18:57:46, 468 ნახვა

პოლიტიკა
შაჰინი - ჩემი კანონპროექტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ

ჩემი კანონპროექტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ, - წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელ X-ზე.

შაჰინის თქმით, "ქართველი ხალხის აქტი" დააწესებს ჯარიმებს "საქართველოში იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე".

"ძალიან შემაშფოთებელია საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება. ჩემი კანონპროექტი დააწესებს ჯარიმებს საქართველოში იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე და გადააფასებს აშშ-ს დახმარებას, ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ", - წერს შაჰინი.

შეგახსენებთ, რომ "ქართველი ხალხის აქტი" დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics