|
2024-05-23 14:51:21, 593 ნახვა
ეკონომიკა
ყოველთვიური განახლება მთავარი ეკონომისტისგან - რას აჩვენებს უახლესი მაკროეკონომიკური მონაცემები?
"თიბისის" არხებით ტურისტებისა და მიგრანტების ხარჯები, მაისის ჩათვლით პერიოდში წინა თვეებთან შედარებით და სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ჯერჯერობით რაიმე გამოკვეთილი შემცირების ტენდენციით არ ხასიათდება. წლიურ ჭრილში კი კვლავ მნიშვნელოვან ზრდას აქვს ადგილი. დაახლოებით ანალოგიური ტენდენცია იკვეთება „ტავ ჯორჯიას" თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპოტრებში მგზავრთნაკადის დინამიკაზე დაყრდნობით. კერძოდ, ჩამოსვლების მაჩვენებელი 1-20 მაისს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45.6%-ით არის გაზრდილი. თავისთავად გასათვალისწინებელია, რომ ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არის გარკვეული გზავნილები ჯავშნების გაუქმებასთან დაკავშირებით. თუმცა ფაქტია, რომ საბაზო მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, ისევე როგორც მთლიანობაში წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება. ამასთან, 20 მაისის მგდომარეობით, კვლავ იკვეთება ლართან მიმართებით ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტი ზრდა, რაც ლარის კურსზე ზემოქმედების კუთხით ტრადიციულად ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. სხვა განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით, აღსანიშნავია, რომ სრული 2024 წლისათვის "თიბისი კაპიტალის" ბოლოდროინდელ 6.4%-იან საბაზო სცენართან შედარებით, აპრილის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება, ისევე როგორც პირველი კვარტალის დასაქმების მაჩვენებლები, მოლოდინებზე მაღალია. მთლიანობაში, იმ არგუმენტით რომ ჯერჯერობით არსებული მონაცემები მოლოდინებზე მაღალია, პროგნოზების კუთხით, ლარის კურსის ჩათვლით, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განვიხილავთ. ამასთან, ამ მხრივ საყურადღებოა, რომ ლარის გავცვლითი კურსის ჩარჩოს კუთხით, წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება, სენტიმენტების ჩათვლით, ადრე პოზიტიური იყო. თუმცა, ეს არა ლარის გამყარებას, არამედ სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების დამატებით შევსებას ითვალისწინებდა. სადღეისოდ, შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი არაა ნეგატიური, თუმცა უფრო ნეიტრალურია, რაც საჭიროების შემთხვევაში სავალუტო რეზერვების გაყიდვასაც ითვალისწინებს. ასევე, როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანია რეგიონული ვალუტების დინამიკაც. ევრო-დოლარის წყვილის კუთხით, მომდევნო წლებში ჩვენი საბაზო სცენარი კვლავ ევროს გამყარებაა. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006331-monthly-macro-update
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)