|
2024-05-14 22:09:11, 467 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით
სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, ესაუბრა თუ არა ჯიმ ო’ბრაიენს გლობალური ომის პარტიის შესახებ, პრემიერმა უპასუხა, რომ ამ თემებზე საუბარი დახურულ შეხვედრაზეც კი არ არის მარტივი. „ჩვენ ამ თემაზე გახსნილად ვერ ვსაუბრობთ, თუ თქვენ გიზიარებთ ინფორმაციის დაახლოებით 20%-ს, ბატონ ობრაიენს გავუზიარე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დაახლოებით 30%. დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემებზე საუბარი, მაგრამ მინიშნებები, რა თქმა უნდა, გვქონდა. დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემაზე საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან უხერხულ და საკმაოდ სახიფათო საკითხს. სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე გლობალური ომის პარტიის სახით“, - აღნიშნა პრემიერმა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა ისაუბრა ე.წ ომის პარტიის არსებობა აარსებობის საკითხზეც. "კანონი ფართო საუბრის მხოლოდ მცირე ნაწილია. რაც შეეხება ფართო საუბარს, ის ეხება ქართული ოცნების ლიდერების კომენტარებს, რომ არსებობს "გლობალური ომის პარტია" და საქართველომ ზურგი უნდა აქციოს "გლობალური ომის პარტიის" ზრახვებს, რომ არსებობს დასავლეთის შეთქმულება, ქართული ოცნების გადასაყენებლად, 12-წლიანი მტკიცე კოოპერაციის მიუხედავად. ეს არარეალური, არასწორი და საერთაშორისო საზოგადოების საქართველოსადმი დამოკიდებულების სრულიად არასწორი გაგებაა." – თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)