04:26 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 11:22:53, 465 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ შამუგია სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა.

შამუგიამ საქართველოს მასშტაბით ფერმერებისათვის მიზნობრივი ტრენინგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობა ფერმერებს საშუალებას აძლევს, სწორად წარმართონ თხილის მოვლის პროცესი და მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღონ.

„სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარე ტრენინგების  მიზანია, დარგობრივი ცოდნა და რეალურ გამოწვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს მეთხილე ფერმერებს, რათა მათ შეძლონ მოსავლის როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, სწავლების პროცესში 10 ათასობით ფერმერია ჩართული, რომლებიც თხილის ბაღებში შესაბამისი ვადების გათვალისწინებით გასატარებელი აგროტექნიკური სამუშაოების  შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას და რეკომენდაციას იღებენ.

„ფერმერებს ინფორმაციას ვაწვდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წამლობების აგროვადებში ჩატარება. მოსავლის აღების პროცესში, ფერმერმა, მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა აიღოს მოსავალი, სათანადოდ გააშროს და დაასაწყობოს. ამ ნაბიჯების გათვალისწინება, საბოლოოდ, მაღალი ხარისხის პროდუქციას მოგვცემს“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics