|
2024-04-17 14:19:49, 301 ნახვა
პოლიტიკა
ბითაძე - ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემს ქვეყანას!
ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ ,,ვარდების რევოლუციისკენ” მოუწოდოს ჩემ ქვეყანას!! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს. ბითაძე აღნიშნავს, რომ „ინტრიგანი“ პოლიტიკოსები, მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული საქმეებით იწერენ ქულებს და ცდილობენ, მოატყუონ ახალგაზრდები". მისივე თქმით, „ეს პოლიტიკოსები რუსული საქმის მკეთებლები და ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შემშლელები არიან". „საქართველო ევროპაა; საქართველო სამშობლოა; რუსეთი ოკუპანტია; უცხო ქვეყანა უცხო ქვეყანაა. ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ” მოუწოდოს ჩემს ქვეყანას!! ქართველმა „ინტრიგანმა” პოლიტიკოსებმა კი, ვინც ჩვენი გაკეთებული საქმეებით ქულებს იწერენ ისევ მოატყუონ ჩვენი ახალგაზრდები!!! საბედნიეროდ ყველას ვერ მოატყუებთ, მართლა რუსული საქმის მკეთებლებო! ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შეშლის მეტს რომ არაფერს აკეთებთ“, - წერს მაია ბითაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)