|
2024-04-17 10:51:51, 385 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ყველა დაკავებული ნაცემია - „დაკავების დროს მოხვდა“ არა, ნაცემი
ყველა დაკავებული ნაცემია,- ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. ჯაფარიძის ინფორმაციით, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ჯგუფურად უსწორდებოდნენ. "რა ინფორმაციაც ღამის განმავლობაში შევაგროვეთ - ყველა დაკავებული ნაცემია. "დაკავების დროს მოხვდა" არა, ნაცემი. სცემდნენ ჯგუფურად და ეუბნებოდნენ "ტრ*კში გაგთხრით მაგ კანონს"-ო. 11:30-ზე პარლამენტის უკან",- წერს ჯაფარიძე. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და "გირჩი მეტი თავისუფლების" წარმომადგენელი გელა ხასაია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)