|
2024-04-17 09:10:13, 446 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 12:00 საათიდან განახლდება
თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 17 აპრილს, 12:00 საათიდან განახლდება. მოქალაქეები კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ. აღსანიშნავია, რომ აქციები საკანონმდებლო ორგანოსთან 15 და 16 აპრილსაც გაიმართა. შეგახსნებეთ, გუშინ, 16 აპრილს, საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას და ორი ალტერნატიული კანონპროექტის ჩაგდებას მხარი 78-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 25 კი წინააღმდეგ წავიდა. 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)