06:07 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 11:33:59, 848 ნახვა

საზოგადოება
საინფორმაციო ბარათი არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის შესახებ

 აღსრულების ეროვნული ბიურო მორიგ, პრევენციული ხასიათის საინფორმაციო ბარათს აქვეყნებს. ბარათის თემაა: არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა.

 არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა არის ფინანსური ვალდებულება, როდესაც კრედიტორის მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი რაიმე ქონებით.  

კრედიტორის მომართვის საფუძველზე სააღსრულებო წარმოება შეიძლება დაიწყოს სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოებისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის, აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდის ბრძანების საფუძველზე.

სააღსრულებო წარმოების დასაწყებად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაცია:კრედიტორის წერილობითი განცხადება; აღსასრულებელი დოკუმენტის დედანი; აღსასრულებელი გადაწყვეტილება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მინდობილობა (თუკი დოკუმენტაცია შემოაქვს წარმომადგენელს).

სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში კრედიტორი იხდის აღსრულების საფასურს, მოთხოვნილი თანხის 2%-ს (არანაკლებ 50 ლარისა).

 სააღსრულებო წარმოების დაწყებისთანავე მოვალე რეგისტრირდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში და ეზღუდება საკუთრებაში რიცხული ქონების განკარგვის უფლება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics