|
2024-04-16 20:06:45, 404 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - ვიდეო
არა რუსულ კანონს! "ჩვენი გზა ევროპაშია" აქცია რუსთაველის გამზირზე დაიწყო, სადაც მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ შეიკრიბნენ, გადაიკეტა. ვითარება რამდენიმეჯერ დაიძაბა ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც აქციის მონაწილეები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. პარტია "ახალის" წევრები შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან მობილიზდნენ. პოლიციელები ამ წუთებში "ახალის" წევრების ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობენ. ყველა მოქალაქემ პასუხი უნდა გავცეთ გულწრფელად და ყველამ თავისი სინდისის თანახმად იმოქმედოს. [ეშინია "ქართულ ოცნებას"] ხალხის, თქვენი, ჩემი და ყველასი. აქ არაფერ შუაში აღარ არის პოლიტიკური, ვიწროპარტიული მიმდინარეობები. აქ არის ან ეროვნული ინტერესი ან რუსული ინტერესი. ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს არანაირი მორალური ჰიგიენა, არანაირი ზნეობა..., - ამბობს ნიკა მელია. საპროტესტო აქციის პარალელურად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გუშინ, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)