|
2024-04-16 18:26:19, 430 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით
საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, წახალისება, რომ - „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს სიტყვით გამოსვლისას მიმართა. როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. „პატივცემულო ოპოზიციონერო დეპუტატებო თქვენთვის ცნობილია, რომ არსებობს ასეთი მოძრაობა „სირცხვილია“, არსებობს მოძრაობა „დროა“ და „სირცხვილიას“ ეკუთვნის ფრაზა: „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“. თქვენს რიგებში არის ხალხი, რომლებიც წარმოადგენდნენ კონკრეტულ ძალოვან უწყებებს და საინტერესოა, ეს რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, წახალისება, რომ - „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით და მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს ვებგვერდზე განთავსებული აქვთ, რომ მათი დონორები არიან “NED“, “EED”, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „ჰელსინკის ფონდი“, და აი ამ ფინანსების შესახებ, რაც არ უდევს არაფერი ამ ორგანიზაციებს, უნდა იცოდეს თუ არა ჩვენმა საზოგადოებამ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)