05:57 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 14:11:28, 431 ნახვა

ეკონომიკა
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით, შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში ასოციაციები ჩაერთვებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ლევან გამყრელიძემ გადამზიდველთა ასოციაციის წარმომადგენლებთან და საქართველოში რეგისტრირებულ სხვა საავტომობილო სატვირთო გადამზიდავებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა  ბათუმში გამართა, სადაც კიდევ ერთხელ იმსჯელეს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვის შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის საკითხებთან დაკავშირებით.

ლევან გამყრელიძის განცხადებით, შეხვედრაზე ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის და შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდავების ასოციაციებში გაწევრიანების პირობებიც, რაც  გააადვილებს და ცივილურ ფორმას მისცემს მხარეებს შორის შემდგომ თანამშრომლობას.

შეხვედრა მე - 3 ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვის ნებართვებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანას მცირე რაოდენობით გადმოეცემა, ნაყოფიერად წარიმართა, სადაც ვიმსჯელეთ სააგენტოსა და პროფესიულ ასოციაციებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე,  ასევე განვიხილეთ საკითხი შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში ასოციაციების ჩართულობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან გამყრელიძემ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ზოგადად სახმელეთო გადაზიდვის სფეროში არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები და გამოთქვეს მზაობა შემდგომ ეტაპზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics