23:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 17:49:29, 453 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - შოლცმა თქვა, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირთან - გაიწვიეთ უკან

კანცლერმა შოლცმა თქვა, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირთან. ეს კანონი არის საქართველოს მოქალაქეების, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ წასვლა, ამიტომ, გაიწვიეთ უკან,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, "მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეების, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ წასვლა ქართველი ხალხის მოთხოვნა არ არის".

"ქართველ ხალხს არ დაუმსახურებია ივანიშვილის ხელსიუფლების მხრიდან აგრესიული ენით საუბარი, მუქარა, რომ მაინც გაიტანენ "რუსულ კანონს". სურთ, რომ შეაშინონ ქართველი ხალხი, აგდებულად ესაუბრებიან. ჩემდა სამწუხაროდ, ამ დღეების განმავლობაში, ვხედავ ხელისუფლების  წარმომადგენლები როგორ ესხმიან თავს საზოგადო მოღვაწეებს, სპორტსმენებს, მსახიობებს, მოცეკვავეებს, ჟურნალისტებს.

დღეს ჩვენ ვნახეთ გერმანიის კანცლერის მკაფიო პოზიცია, რომ ეს კანონი ევროკავშირთან არის შეუთავსებელი და ევროკავშირი და გერმანია ელოდება, რომ ამ კანონს არ მიიღებენ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეების, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ წასვლა არ არის ქართველი ხალხის მოთხოვნა. არც ის მოუთხოვია ქართველ ხალხს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ულტიმატუმით ვესაუბროთ და მუშტები ვუქნიოთ, ამას არ ითხოვს ქართველი ხალხი... თუ ვინმეს გონება შერჩენია ხელისუფლებაში, გაიწვიეთ ეს კანონი უკან",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 12 აპრილს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ საქართველო აღნიშნულ კანონს არ მიიღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics